weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სამინისტრო წელს 150 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ვარაუდობს

17:05 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და კერძო სექტორი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია.

ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად  მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა.

„ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასობრივი სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. წელს საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1 კილოგრამზე 2 ლარი გაიცემა.

გასული წლების მსგავსად, კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]