დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

კურორტ გოდერძიზე სეზონი 9 დეკემბერს გაიხსნება

12:53 - 05 დეკემბერი 2017 hits 198

მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტ გოდერძიზე სამთო-სათხილამურო სეზონი 9 დეკემბერს გაიხსნება. „გოდერძის“ შემდეგ10 დეკემბერს გაიხსნება ზამთრის ტურისტული სეზონი გუდაურსა და ბაკურიანში, სვანეთში (თეთნულდი) კი 23 დეკემბერს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, წელს, პირველად, კურორტ გოდერძიზე საბავშვო არეალი და მოთხილამურეებისთვის სასწავლო ადგილი მოეწყობა. თვის ბოლომდე კი ორი ახალი საბაგირო გაიხსნება. ამჟამად კურორტი დამსვენებლებს ორ საბაგირო ხაზს სთავაზობს, რომლის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.

საბაგიროს დღიური ღირებულება უფროსებისთვის 25 ლარი იქნება, ბავშვებისთვის კი 15. ერთი ასვლის ღირებულება როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის 5 ლარია.

ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტი გოდერძი 2015 წელს გაიხსნა. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი