weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

EBRD-მა ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

10:46 პარასკევი, 02 თებერვალი 2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსების საკითხი დაამტკიცა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ 31 იანვარს მიიღო.

EBRD-მა დაამტკიცა „ნენსკრა ჰიდროსთვის“ 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 280 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის განვითარებისა და მშენებლობისთვისაა გამიზნული, ასევე 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია „ნენსკრა ჰიდროს“ სააქციო კაპიტალში.

„EBRD-ის გარემოს დაცვის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. პროექტის მეშვეობით მოხდება სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება და ქვეყნის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია „ნენსკრა ჰიდროს“ განცხადებაში.

ნენსკრა ჰესი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, რაც ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად ნენსკრას ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ 31 იანვრამდე ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება სამჯერ გადადო. გარემოსდამცველთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე საზოგადოების პროტესტი იყო. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნიკალურ ეკოსისტემას გაანადგურებს და მყინვარის დნობის საფრთხეს შექმნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]