აპრილი 24, 2018
weather cur airplane horoscope tv

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ კახეთის რკინიგზა აღდგეს – პრემიერი

16:28 - 25 მარტი 2018 hits 1203

„რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. მოგეხსენებათ, ახალი რკინიგზის გაყვანა უზარმაზარი თანხები ჯდება და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახაშენში სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება კახეთის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ხორციელდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები. ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი“, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი: „ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]