weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თბილისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება

16:07 სამშაბათი, 08 მაისი 2018

1 ივლისიდან, კვირაში სამჯერ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-ი შეასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება რუმინული ავიაკომპანიისა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებენ და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით.

„აქამდე რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასდროს განხორციელებულა. ივლისიდან ბუქარესტის მიმართულებით, საქართველოს უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება პირდაპირი ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დედაქალაქის მიმართულებით სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-ი იფრენს“, - განაცხადა დეა მაჭავარიანმა.

ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუმინეთის მოქალაქეების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 5 %-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 3 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air“ დაიწყებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]