weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მამუკა ბახტაძე - სოციალური დახმარებების ზრდით ეკონომიკას ვერ ავაშენებთ

18:12 პარასკევი, 13 ივლისი 2018

„სოციალური დახმარების პოლიტიკით უნდა წავახალისოთ არა უმუშევრობა, არამედ რეალურად დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულებს, მივცეთ მათ ფანჯარა, რომ ამოისუნთქონ და დაიწყონ ნორმალური ეკონომიკური ცხოვრება. რა თქმა უნდა, სოციალური დახმარებების ზრდით ჩვენ ეკონომიკას ვერ ავაშენებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა იქნება ისეთი მოდელის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.

„სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე პრინციპი, რომელსაც სამართლიანს ნამდვილად ვერ დავარქმევდით. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ის, რომ თუ ოჯახში პირი გარდაიცვლებოდა, ეს იწვევდა იმას, რომ ოჯახი კარგავდა სოციალურ დახმარებას. ჩვენ შევცვალეთ, დავაკორექტირეთ, მაგრამ ამის გარდა კიდევ არსობობს რამდენიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს დაკორექტირებას. სოციალური დახმარებები უნდა გავაკეთოთ მიზნობრივი, რომელიც დაეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, – აღნიშნა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]