weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვა ფასების ზრდას არ გამოიწვევს – მაჭავარიანი

14:00 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლისა და ფქვილის იმპორტის აკრძალვა ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა. მინისტრის განმარტებით, ეს ხორბლისა და პურის გაძვირებას არ გამოიწვევს.

როგორც მამუკა მაჭავარიანმა განაცხადა, ავტოტრანსპორტით იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სატვირთო მანქანებით გამოწვეული შეფერხებების გამო მიიღეს.

„სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში დიდი რიგები იყო, ტურისტები შემოსვლას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი ინფორმაციით, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ეს პრობლემა განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება. სხვათა შორის, პრაქტიკულად, ყოველთვის ამ გზით ხდებოდა ხორბლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში და ასევე საქართველოში შემოტანა. ჩვენი აზრით, ეს არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც არანაირ გაძვირებასთან არ ექნება კავშირი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის 22 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, 15 სექტემბრიდან ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებითაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]