ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში წითელი ნუსხით დაცული სვავი მოკლეს

16:46 - 20 ოქტომბერი 2017 hits 547

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს.

შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა. ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია, მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი