დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

აფხაზეთში წინააზიური ლეოპარდი დაიჭირეს

01:27 - 18 ნოემბერი 2017 hits 284

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრებმა ვადიმ ხინთბამ წინაზიური ლეოპარდი დაიჭირა. "სპუტნიკ-აბხაზიას" ინფორმაციით, ჯიქი სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოჩნდა და შინაურ ცხოველს ანადგურებდა, რის გამოც ვადიმ ხინთბამ ხაფანგი დაამზადა და ქათმის საშუალებით მტაცებელი შიგ შეიტყუა.

აღმოჩნდა, რომ ლეოპარდი ქალაქ სოჭთან მდებარე კავკასიის ნაკრძალიდანაა. ის ერთ-ერთია იმ სამი ლეოპარდიდან, რომლებიც კავკასიაში ლეოპარდის აღდგენის პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს და ბუნებაში 2016 წლის გაუშვეს.

საქართველოში ლეოპარდი დიდი ხანია იშვიათი სახეობაა. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე მოკლეს. სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა "ნაკრესმა" ლეოპარდის კვალს 2003 წელს ვაშლოვანში მიაგნო. მას შემდეგ ის ფოტოხაფანგის ფირზეც რამდენჯერმე აღიბეჭდა, თუმცა შემდეგ გაქრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი