weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბოლო 5 დღეში ბათუმში ზღვამ 2 მკვდარი დელფინი გამორიყა

18:07 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. წელს ეს მკვდარი დელფინის გამორიყვის მეორე შემთხვევაა. პირველი ფაქტი 20 იანვარს დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ იანვრის თვეში მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვა უცნაური ფაქტია, რადგან ასეთი შემთხვევები ძირითადად მარტიდან ფიქსირდება. გუჩმანიძის თქმით, აპრილიდან ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში, მიზეზების დეტალურად შესწავლა მოხდება, საკვლევი მასალა კი ბელგიაში გადაიგზავნება.

„გაკვირვებულები ვართ, წესით ამ პერიოდში გამორიყვები არ უნდა გვქონდეს. ეს რომ გვცოდნოდა, პროექტს იანვრიდან დავგეგმავდით. ამ ეტაპზე მხოლოდ შემთხვევის ადგილზე გასვლა, ფოტოების გადაღება, სახეობის დადგენა, სქესის და ზომების განსაზღვრა ხდება“, - ამბობს გუჩმანიძე

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დელფინების გამორიყვის მიზეზი შესაძლოა შტორმი გახდა.

2017 წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის სულ 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]