weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმერეთში წაბლის ტყეების აღდგენა იგეგმება

11:37 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

ეროვნული სატყეო სააგენტო, კომპანია BP-ის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „წაბლის ქერქის კიბო“-ს სახელით ცნობილი დაავადება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. დაავადების გამომწვევია წაბლის ქერქის კიბო (Gryphonectria parasitia), რომელიც დასახლებულია მურა ლაქის სახით წაბლის ფოთოლზე, ტოტებზე და ფესვებზე, მისი გავრცელებისა და ინტენსივობის ხარისხი განპირობებულია სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორებით.

ღონისძიების ფარგლებში უკვე განხორციელდა ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია. ასევე, მიმდინარეობს დაავადების შესწავლა და მუშაობა ტყის მართვის გეგმის დოკუმენტსა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტზე.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

კვლევის ნაწილში, ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან ჩართულები.

წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობას წარმოადგენს და მისი ბუნებრივი კორომები იმერეთის რეგიონში უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის.

წაბლნარების 100% დაავადებულია აჭარის ტყის ფონდშიც.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]