weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

„პუბლიკას“ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე კვალიფიკაცია შეიცვლება

20:46 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გამოძიება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება.

„დაწყებული გვაქვს გამოძიება, სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას. დაზიანდა ნივთი, შესაბამისად გამოძიება დაწყებულია ამ მუხლით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარეობს გამოკითხვა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე მოხდება კვალიფიკაციის ცვლილება“, - განაცხადა საბანაძემ.

თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი უბანზე მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიის წარმომადგენლები უცენზურო სიტყვებით აგინა და მინდია გაბაძეს ფეხი დაარტყა. დაზიანდა ჟურნალისტის კუთვნილი ტელეფონი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]