ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

საზღვარზე მუსლიმებისთვის ყურანის ჩამორთმევის ფაქტები დაფიქსირდა - სახალხო დამცველი

16:43 - 18 ოქტომბერი 2017 hits 374

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ლიტერატურის სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით გადაცემის სულ 7 ფაქტი დაფიქსირდა. შვიდივე შემთხვევაში გადაცემული წიგნები ისლამის შესახებაა, მათ შორის არის ყურანიც.

2016-2017 წლებში სახალხო დამცველმა მიიღო განცხადებები, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მუსლიმ პირებს პრობლემები ექმნებოდათ. სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული მასალებით გამოიკვეთა, რომ სხვა პირებთან შედარებით, მათ აყოვნებდნენ და შემოწმების ხანგრძლივი პროცედურის დროს უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობის, წარსულის, თურქეთში კავშირების და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიდნენ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურის დასათმობად.

სახალხო დამცველმა შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2016 წლის 9 თებერვლიდან 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფოს ნებაყოფლობით სულ 143 წიგნი გადასცეს, რომელთა შორის იყო მარტინ ლინგსის „ცხოვრება მუჰამედისა“ – 3 ცალი; „Muxtasar Elmihal“ და სხვა - 13 ცალი; „ისლამი“ და სხვა – 33 ცალი; „Kur’an“ – 18 ცალი; „წმინდა წიგნი ყურანის თარგმანი“ – 1 ცალი; „ნამაზის წიგნი“ - 40 ცალი; „Kur’an Alfabesi“ და სხვა – 35 ცალი.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით.

სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხული პირების საზღვრის კვეთისას დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები, ემსახურება მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ადვილი შესაძლებელია ლიტერატურის, მათ შორის, რელიგიური შინაარსის მქონე ტექსტების ელექტრონული ვერსიის მოძიება და გავრცელება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ლიტერატურის შემოტანის აკრძალვა იძენს ბუნდოვან, დისკრიმინაციული პრაქტიკის წამახალისებელ სახეს.

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში – „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობა“ 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი