weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქცია გამართეს

15:45 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018
მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქცია გამართეს ფოტო © ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მაღაროელები ხელფასის მომატებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას ითხოვენ.

„მოვითხოვთ, დასაქმებულებთან კოლექტიური ხელშეკრულებები გაფორმდეს და გაირკვეს, რისი უფლება აქვთ მაღაროელებს, გამოვა თუ არა მაღაროელი ცოცხალი მაღაროდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ.

„ხელფასების ზრდა არის ერთი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნაა სადღესასწაულო დღეებში შრომის ანაზღაურების გაზრდა, ასევე ზეგანაკვეთური შრომის ტარიფის გაზრდა და სხვადასხვა სოციალური გარანტიები. მაღაროელებს უბრალოდ სჭირდებათ დილით თბილი სალამი და დღის ბოლოს შექება იმისთვის, რომ გასწიეს ძალიან მძიმე შრომა“, - აღნიშნა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

აქციის მონაწილეებს დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები უნდა შეხვედროდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკა ჩიქოვანი ჯანმრთელობის მდომარეობის გაუარესების გამო ჭიათურაში ვერ ჩავიდა.

სამი დღის წინ, ჭიათურაში, შურუთის მაღაროში გვირაბგამყვანი, 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. ის გვირაბში ჩამოშლილი სამთო მასის ქვეშ მოჰყვა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ის ადგილი, სადაც ორი მაღაროელი მუშაობდა, ხის მორებით არ იყო გამაგრებული. ასეთ პირობებში კი, სამთო სამუშაოების შესრულების წესების თანახმად, მუშაობა არ შეიძლება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანიის სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, პირველადი დათვალიერებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]