აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქუთაისში თამბაქოს მოწევისთვის 1 პირი დააჯარიმეს, 2 კი დააკავეს

13:02 - 04 მაისი 2018 hits 440

ქუთაისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ერთი პირი 100 ლარით დააჯარიმეს, ორი კი პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 500 ლარით დაჯარიმდა კაფე-ბარის მეპატრონე, რადგან დაწესებულებაში ვერ უზრუნველყო თამბაქოს მოწევის აკრძალვა და არ განათავსა ამკრძალავი ნიშნები.

„3 მაისს, ერთ-ერთ კაფე-ბარში თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევის გამო მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამი მოქალაქე დახვდათ, რომლებიც დაწესებულებაში ეწეოდნენ. მათგან ერთი დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და კანონის შესაბამისად დაჯარიმდა, ორი კი თამბაქოს მოხმარებას აგრძელებდა. მათ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას, რის გამოც ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, - განაცხადეს შსს-ში.

აღნიშნული კოდექსის 166-ე მუხლი სანქციის სახით 100 ლარით დაჯარიმებას ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლით კი 250 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, თამბაქოს მოხმარების წესების შესაძლო დარღვევაზე 12 შეტყობინება მიიღეს. აქედან 3 შემთხვევაში მწეველი დააჯარიმეს.

1-ლი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობს, თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა უზრუნველყოს. დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება. სავალდებულოა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]