weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი შეარჩია

15:46 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან: ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი - ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის შერჩევის შემდეგ, ლადო ჭანტურიას, სოფო ჯაფარიძის და შოთა გეწაძის ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს.

გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით განმეორებითი კონკურსი მას შემდეგ ჩატარდა, რაც მოსამართლეების შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია, ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის შემადგენლობით არ დაამტკიცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]