weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში ჩიკაგოში, უკრაინულ ეკლესიაში მივიდნენ და მზესუმზირის ყვავილები მიიტანეს, რითიც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 მარტს, ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკას აეროდრომზე რუსული ჯარების პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევიც დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა…

ყირიმის ანექსიის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტი გაიმართა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

რუსეთის ფედერაცია გეგმავს სომხეთში მდებარე საკუთარი სამხედრო ბაზიდან შენაერთები უკრაინაში საომრად გადაისროლოს. სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში, რუსეთის ძალების შეტევის დროს ქართველი მებრძოლები – დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი (გია) ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხს კვლავ განიხილავს. განცხადება დღეს ჩეჩნეთის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა გააკეთა.

პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები პარტიის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებს, რომლებიც მათი ოფისების დახურვას ითხოვენ, აფრთხილებენ, რომ ზუსტად ისე მოხვდებათ ცხვირ-პირში, როგორც მესტიაში მოხვდათ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში უკრაინის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოსცა და რუსეთის ფედერაციას დაავალა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]