weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, მათი რეკლამისა და 25 წლამდე პირებისთვის თამაშებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს. ღარიბაშვილის თქმით, მეორე ეტაპზე ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 22 012 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1851 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 55 ინფიცირებული, 5530 კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა რიგით 23-ე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანი.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რომ შეეძლოს, ისეთ პაციენტს, როგორიც ექსპრეზიდენტია, ციხის გარეთ მკურნალობის უფლებას მისცემდა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოსთვის Credit Suisse Group AG-სთან დავის ფარგლებში ჩვენების მიცემის დროს ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა.

პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი „ალტ-ინფოს“ მიერ პარტიის დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველს“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელის მორალური ზიანის ანაზღაურება და შაბათის გადაცემის ეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „პირველის“ მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის…

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა პლატფორმამ, „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრები ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია იქნებიან.

2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტელე და რადიომაუწყებლების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 842 089 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის 83.7% ეროვნულმა სატელევიზიო მაუწყებლებმა მიიღეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები 19 წლის წვევამდელი, სარქის სააკიანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურს ახალქალაქის ბაზაზე გადიოდა, 11 ნოემბერს კი ახალციხის ჰოსპიტალში კუჭის წყლულზე ოპერაცია გაუკეთეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]