weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დმანისსა და რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი და „ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი“ ყოფილიყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ კომპანია „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ მისი შესაძლო გასვლის შესახებ.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ეს საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტა შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„ის, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საჭიროდ ჩათვალა გამოეძახებინა ელჩი კონსულტაციაზე და ევროკავშირის ელჩმა საჯაროდ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადებები, აჩვენებს იმას, რომ ასეთ დაბალ ნიშნულზე საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულად არ…

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერის სიძულვილის ენის შემცველი ბანერით ჩანაცვლება მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების ფარული მოსმენის საკითხზე საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო, კერძოდ კი, საქართველოს მთავრობას პოზიციის წარდგენის ვადა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს, რომელიც,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]