weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო კვირაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუარესდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ზურაბ მახარაძესა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალი წარუდგინონ. სახალხო დამცველმა პროკურატურას პარასკევს…

მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, რომლის მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ნიუ იორკის სასამართლომ 2018 წლის სექტემბერში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ხურციძის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არა მხოლოდ საქართველოში აქვთ, არამედ ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანაშია, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე, ქვეყანაში არასაკმარისად იმუნური…

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა და 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მესტიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ყოფილი მოთხილამურე მალხაზ უდესიანი წარადგინა.

თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისში ქუთაისიდან იყო გადაყვანილი და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 16 149 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 61 ინფიცირებული, 4905 კი გამოჯანმრთელდა.

თბილისში, მეტრო 300 არაგველთან, „ჰონდას“ მარკის ჯიპთან შეჯახების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ამოტრიალდა. მას თელავიდან ინგოროყვას კლინიკაში კოვიდინფიცირებული 77 წლის ქალი გადაჰყავდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]