weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. ილია მეორე ამბობს, რომ აიცრება თუ არა ის, არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვებისთვის. მისივე თქმით, აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის განკითხვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ოპოზიციური არხები“ ისტერიას ქმნიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „სახალხო პარტიაში“ ბრუნდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორს მაქსიმუმ 8000 საწოლის გამოყოფა შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მიდის საუბარი საველე ჰოსპიტლებთან დაკავშრებით.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს.

9 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, სულ მცირე ხუთჯერ საჯაროდ დაგვპირდნენ საროს დარბაზების რეაბილიტაციას, უმეტესად წინასაარჩევნოდ. სარო სოფელია სამცხე-ჯავახეთში, ოთხი ათასწლეულის წინანდელი მეგალითური ციხის ნანგრევებითა და ორსაუკუნოვანი მესხური სახლებით,…

ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 430 კვლევის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.61%-ია, ბოლო 14 დღის 9.33%-ს შეადგენს, ბოლო 7 დღის კი 10.27%-ს.

საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგის, რევაზ ბოჭორიშვილის განცხადებით, ორსულები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა აიცრან და ამისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი მეათე კვირიდან იწყება.

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა

ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021 10:32

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ბრძოლიდან დღეს 13 წელი შესრულდა.

ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ტამბოვკასთან მდებარე ე.წ. საზაფხულო საძოვრებზე დაახლოებით 500 სული ცხვარი დაიხოცა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, მასის აღაიანმა დაუდასტურდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]