weather cur horoscope tv
მაისი 10, 2024

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერც მესამე კენჭისყრაზე აირჩია. გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, გიორგი სანტურიანს კი 3-მა. საკითხის გადასაწყვეტად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა სოფელში ჩავიდეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ახალი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ არც ე.წ. ლოქდაუნი და არც შეზღუდვები გამართლებული არ იქნება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ის მოსახლეობას სთხოვს, მეცნიერებას დაუჯეროს.

„ჩვენ მოვახერხეთ ამ პირველი სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა“, – განაცხადა „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიმართა, მასთან პირადად მივიდეს და მიკროფონი წაიღოს, თუ არადა, 3 ოქტომბერს დაელოდოს. ამის შესახებ წულუკიანმა…

თბილისის მერიის განცხადებით, გამოვლენილი არიან ის პირები, რომელთაც დედაქალაქის ქუჩებში პლაკატები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. როგორც მერიაში აცხადებენ, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალა და მისი გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული. ახალი რეგულაციები ძალაში 28 ივლისიდან შევა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]