weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამაიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხის გამო, თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებას წყვეტს. გვარამიამ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებს პირდაპირი ეთერიდან მოუწოდა, ოფისში დაბრუნდნენ.

მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ დღეს „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა მათ შეკრების უფლებით სარგებლობაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ ძალადობრივ და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფებს მიმართავს.

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებსა და „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებზე თავდასხმებს ეხმაურება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა და რეაგირება მოახდინოს…

რუსთაველის გამზირზე დილიდან მობილიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული ჟურნალისტის ფოტო ტელეკომპანიამ გაავრცელა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც დილიდან რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებიან, მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისშიც შეიჭრნენ. ისინი აივანზე ავიდნენ, ჩამოაგდეს ცისარტყელასფერებიანი დროშა და საქართველოს დროშები ააფრიალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძრაობა „თბილისი პრაიდს“ მოუწოდებს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება - „ღირსების მარში“ ღია, საჯარო სივრცეში არ ჩაატაროს. სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ ღონისძიების ჩატარება მასში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის…

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ ხუმრობენ და თუ „ღირსების მარში“ არ აიკრძალება, მას ჯერ ჩაშლიან, შემდეგ კი პრემიერს…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ უკან  დგას რადიკალური ოპოზიცია დგას და მისი მიზანი ქვეყანაში ქაოსის შემოტანაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტქი+ თემის მიერ დღეს, თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ მოქალაქეებს მარშის ჩატარების უფლება აქვთ, თუმცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ის მიუღებელია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]