weather cur horoscope tv
მაისი 20, 2024

სოფელ ნამოხვანში ის ადგილი გადახნეს, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს და აიღეს. მიწის ნაკვეთი პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს ლალი ეფრემიძეს ეკუთვნის.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 685 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.62%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის მაჩვენებელია 2.3%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.51%.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1385 შემთხვევა გამოავლინეს.

მდინარე არაგვის ადიდების შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაკურხევის ხეობის ექვი სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზა დააზიანა და ამ ეტაპზე, სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს ხვალიდან სოფელ გუმათში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა ბრძოლის ხაზი სწორედ იქ გადის.

„ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი: მოგვცენ უფლება, ნამოხვანში გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი. გვაქვს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, სადაც შეგვეძლება პოლიციასთან შეთანხმებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით აღვმართოთ კარვები, მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ, როგორც ეს გვქონდა…

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კარვების დაშლის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას დამატებით შეისწავლის.

ყვარელის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ყვარლი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი - „ოპელის“ მარკის მანქანა ამოტრიალდა. 

პოლიციის მიერ სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვების დაშლის შემდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოთხოვნით - „შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]