weather cur horoscope tv
მაისი 22, 2024

ხვალ, 13 თებერვალს, თბილისში, თელავსა და ბათუმში სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია „გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტი, ანა თავხელიძე ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა ბავშვი, რომელიც პოლიციასთან შემხებლობაში აღმოჩნდება, სავალდებულო დაცვას უნდა დაექვემდებაროს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში, აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროებში დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.

ქუთაისთან, რკინიგზის სადგურ „რიონის“ მახლობლად, ოჯახი დააყაჩაღეს და 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ უთოთი აწამეს. შემთხვევა წუხელ, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ 24 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.

კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. გახელაძე რვა თვის წინ სწორედ ამ ტერიტორიიდან გაიტაცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.

„ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის, რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს ყველაფრის ლიბერალიზაციის პოლიტიკის უკან გამოთხოვა და შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის ნაწილობრივ…

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 27 187 ტესტის ჩატარების შედეგად, ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 757 პაციენტი, ხოლო 7 - გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქობულეთის რაიონში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ძალადობა არ წახალისდეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წმინდა სინოდის 11 თებერვლის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]