weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ავტოიმპორტიორებისთვის ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და შესაბამისი დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს იწვევს სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2020 წლის სექტემბრის ბოლოს ან/და ოქტომბრის დასაწყისში თურქეთში, ქალაქ სტამბოლში.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წელს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას დაასუბსიდირებს. გახარიას თქმით, ყველა კომპანია, რომელიც ვაშლის შესყიდვის პროცესში ჩაერთვება, დამატებით 10 თეთრს მიიღებს.

„მინდა დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება - უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც გაიხსნება უნივერსიტეტი“, – განაცხადა საქართველოს…

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (გაერთიანებულ ოპოზიციას), 5% – „ევროპულ საქართველოს“,…

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-დან 25 ოლქში დაასახელა. კანდიდატები მცხეთაში, პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79% კმაყოფილია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით. კითხვაზე – რამდენად კმაყოფილი ხართ COVID-19-ზე მთავრობის პასუხით – გამოკითხულთა 41%-მა თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, 38%-ის თქმით,…

გორში მცხოვრები 17 წლის გოგო, სავარაუდოდ, ქორწინების მიზნით გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ძალიან კარგად მახსოვს აქ რა ხდებოდა. აქ იყო ჭაობი და ახლა რასაც ვხედავთ, უაღრესად შთამბეჭდავია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]