weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

SCG 004 S: „ხელმისაწვდომი“ ამერიკული სუპერქარი

17:17 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

ჯეიმს გლიკენჰაუსის მიერ დაარსებული, ექსკლუზიური და ძვირადღირებული სუპერქარებით გამორჩეული ამერიკული კომპანია Scuderia Cameron Glickenhaus, უმძლავრეს და უსწრაფეს შუაძრავიან სუპერქარს გამოუშვებს.

SCG 004S ის სუპერქარია, რომელსაც არც ისე ხშირად შეხვდებით გზებზე, მაგრამ გლიკენჰაუსმა ფასის შენარჩუნება 400 000 დოლარის ფარგლებში მოახერხა. 2021 წლისთვის კი ყოველწლიურად 250 ავტომობილის აწყობა იგეგმება. შეკვეთილ პირველ 25 ავტომობილს კლიენტები უახლოესი 18 თვის მანძილზე მიიღებენ. თუ პოტენციური მყიდველი სარბოლო მოდიფიკაციის შეძენის სურვილს გამოხატავს, ისიც გამოჩნდება.

ორკარიანი მოდელის მასა 1179 კგ არ აღემატება.  საკიდარი ორბერკეტიანია. სამადგილიანი სალონში მძღოლი ცენტრში ზის, მგზავრები კი - უკან, მარცხნივ და მარჯვნივ. ავტომობილს არ აქვს არავითარი თანამედროვე მულტიმედიური სისტემა და უახლესი ელექტრონული დამხმარე, რომელიც ბრმა ზონებსა და მოძრაობის ზოლს აკვირდება. სამაგიეროდ აქვს ბუნებრივი ტყავი, ძარის დაუფარავი ნახშირპლასტიკი, მართვის ძველმოდური ორგანოები, კონდიციონერი და უკუხედვის კამერა, სალონის სარკეში გამოსახულებით.

მოდელი SCG 004 S დაკომპლექტებულია რეგულირებადი ამორტიზატორებითა და „თვითბლოკირებადი“ უკანა დიფერენციალით. „ანტიბლოკირების“ სისტემის და ტრეკ-კონტროლის მუშაობის დონის მართვა შესაძლებელია ფართო დიაპაზონში ან შეიძლება სრულად გაითიშოს.

ავტომობილს 5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავა აქვს. მისი სიმძლავრე 650 ცხენისძალას, ბრუნთა მომენტი კი 720 ნიუტონმეტრს შეადგენს. ექვსსაფეხურიანი „მექანიკის“ გარდა, ოპციით ხელმისაწვდომია ავტომატური გადაცემათა კოლოფი საჭისქვეშა გადამრთველებით.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]