weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან

18:41 პარასკევი, 13 აპრილი 2018

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი „რობოტი ლაბორანტი“ გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილი ვანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც მეხანძრის სპეციალური ტანსაცმელი (მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით) გამოიგონა, მესამე ადგილი კი AIA GESS-ს გუნდმა დაიკავა. მათი წარმატებას ეკოლოგიური პროექტით მიაღწიეს.

პროექტის ფარგლებში გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვება 12 აპრილს გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობას მე-8 – მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან,  რომლებმა სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და პროექტები წარადგინეს.

კონკურსში გამარჯვებული გუნდი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ტარდება. საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობა 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მიღებული. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]