ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

ტაილანდის გამოქვაბულის სამაშველო ოპერაციაზე ორ ფილმს გადაიღებენ

11:28 - 12 ივლისი 2018 hits 98

უკანასკნელ კვირაში მთელი მსოფლიოს ყურადღება ტაილანდისკენ იყო მიპყრობილი, სადაც 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი დატბორილ მღვიმეში აღმოჩნდა გამოკეტილი. ყველა მათგანი უკვე გადარჩენილია და ამ გახმაურებული მოვლენის შესახებაც უკვე ფილმის წარმოებაზე დაიწყო საუბრები.

აღნსანიშნავია, რომ ხსენებულ სამაშველო ოპერაციაზე არა ერთ, არამედ ორ სხვადასხვა მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.

პირველ მათგანს კომპანია Ivanhoe Pictures და რეჟისორი ჯონ მ. ჩუ გადაიღებს, ხოლო მეორეს კინოკომპანია Pure Flix Entertainment. ამჟამად ორივე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ტაილანდის მთავრობასთან.

ამავდროულად ჩუმ უმაყოფილება გამოთქვა Pure Flix-ის დაინტერესებაზე. მისი ვარაუდით, ჰოლივუდი კიდევ ერთხელ მოახდენს ე.წ. Whitewashing-ს და რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ფილმში აზიელების ნაცვლად თეთრკანიან მსახიობებს მიიწვევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]