weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ახალ ვიდეოჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ეპიზოდზე საუბრობს

14:29 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალ ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის კომპანიის მენეჯერის, დავით თოლორდავას და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2017 წლის 19 აპრილით თარიღდება, საუბარია ე.წ. სარდაფის ეპიზოდზე. სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ჰყვება, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სარდაფში „რაღაც ოფისი აქვს“, სადაც ის [ლევან ყიფიანი] თავისი ფეხით მივიდა. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ამბობს, რომ ფარცხალაძეს შეაგინა, რის შემდეგაც სცემეს. მისივე თქმით, მომხდარი ინციდენტის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაიგო და მას სთხოვდა პასუხს, რატომ შეაგინა ოთარ ფარცხალაძეს.

სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ლევან ყიფიანი სარდაფში მთლიანად გააშიშვლეს და ჩამწერ მოწყობილობას ეძებდნენ.

ლევან ყიფიანი: მანამდე ზაზასთან ჰქონდა საუბარი, ზაზა მიხვდა რაღაცას და აიცილა თავიდან და მერე მე შევასკდი.

დავით თოლორდავა: მოიცა, დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და გაგლახეს?

ლევან ყიფიანი: გამლახეს, რა.

დავით თოლორდავა: გაგაჩერეს, გაგაკავეს? ვა რა ნაგლი ყოფილა ხედავ ფარცხალაძე

ლევან ყიფიანი: რაც იყო ეხლა ჩხუბში, ცემა...

დავით თოლორდავა რომ გირტყამდა, არ აგინებდი?

ლევან ყიფიანი: ვაგინებდი, მაგინებდა.

ზაზა ოქუაშვილი : ეხლა არ გამაგიჟოო, ხო ერთმა თქვა ხო?

დავით თოლორდავა: რაო, რაო?

ზაზა ოქუაშვილი: დაცვის წევრმა, გაგიჟდა ეს, ლევანს რეაქცია ჰქონდა და ეხლა ჩვენ არ გაგვაგიჟოო. ცირკი ეგ იყო, პრემიერი ნახა და პრემიერმა გაუკეთა იმას.

ლევან ყიფიანი: პრემიერი ვერ არის იმასთან კარგად.

დავით თოლორდავა: ფარცხალაძესთან?

ზაზა ოქუაშვილი: იმასთან ვერ არის, მარა მიდიო უთხრა და წინასწარ ფული მისცა და ყველაფერი.

დავით თოლორდავა: რაც უნდა მომხდარიყო.

ზაზა ოქუაშვილი: მაგას არც არავინ აპირებდა, ჩაიწერეო, არც არავინ აპირებდა, მაგან იმან იფიქრა ჩასაწერად მოვიდაო. გაგიჟებული.

დავით თოლორდავა: ა, იმან იფიქრა, ხომ? ფარცხალაძემ.

ლევან ყიფიანი: ხო.

დავით თოლორდავა: უიმე „გაგშმონეს“?

ზაზა ოქუაშვილი: „გაშმონეს“ კი არა გააძრეს აბსოლიტურ..., გახადეს, ეძებდნენ იმას სად ჰქონდა დამალული მთლიანად, მთელ ტანსაცმელში.

დავით თოლორდავა: აპარატურა, ჩამწერი.

ლევან ყიფიანი: არც მიფიქრია.

ზაზა ოქუაშვილი: გახადეს, რა, სულ.

დავით თოლორდავა: ვააა...

დავით თოლორდავა: ბიჭი ყოფილა.

ზაზა ოქუაშვილი: ბიჭო, ეხლა აბა, ბიძინასგან თუ მხარდაჭერა გაქვს... რა პრობლემაა.

დათო თოლორდავა: ხო.

ლევან ყიფიანი: ნუ არა, მორჩა.

დავით თოლორდავა: შერიგდით მერე?

ლევან ყიფიანი: კი, კი.

დავით თოლორდავა: „ნიჩევო“.

ლევან ყიფიანი: ჩაერია, ბიძინა ჩაერია.

დავით თოლორდავა: ბიძინამ გაიგო, ხომ ეგ ამბავი?

ლევან ყიფიანი: ბიძინამ ხო, რატომ შეაგინეო?

დავით თოლორდავა : რატომ შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი : რატომ შეაგინეო, ამიტომ გადაიხადეო.

დავით თოლორდავა :რატო დაგარტყაო ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო?

ლევან ყიფიანი: არა, პირველ რიგში შენ შეაგინეო.

დავით თოლორდავა: გიჩივლა იმან შემაგინაო და იმიტოო.

ლევან ყიფიანი: არა, მერე უსიამოვნება, მე ვერ დავიჯერე, როგორც იმათაც არ ჯეროდათ, რომ ჩვენ რო... მე ვიყავი ბიძანა“, - ისმის ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 1-ელ ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. 3 ოქტომბერს, სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ოთარ ფაცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და „სარდაფის ეპიზოდი ფარსია“.

„შეურაცხმყოფელია ამ თემაზე რომ ვილაპარაკო. ასეთი რამ არ ყოფილა“, - აცხადებდა ყიფიანი ჟურნალისტებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]