weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ნინოწმინდაში თოვლი მოვიდა

09:48 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018
ფოტო © ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“ ფოტო © ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი თოვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]