weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი – სარალიძე

14:47 კვირა, 11 ნოემბერი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი და ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს, – უპასუხა ზაზა სარალიძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც დღეს თქვა, რომ შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია პარლამენტის წინ აქციაზე დესტაბილიზაციის რისკის შესახებ და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის მოწყობა თავად ხელისუფლებას  სურს.

„ფართო პოლიტიკური ინტერესები ხომ აქვთ თვითონ?! რატომ არ არიან დასჯილები ჩემი შვილის მკვლელები, როდესაც გახარიას უწყებას მზად აქვს ყველანაირი საბუთი და ყველა დოკუმენტი მის დასაკავებლად?! რატომ იცავს „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ივანიშვილი ჩემი შვილის მკვლელებს და რატომ ისვრიან ტალახს ჩემსკენ?! ე.ი. დესტაბილიზაციის მოწყობა თავად სურს ხელისუფლებას.

დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვინდოდეს, აქ კი არ ვიდგებით, ამ ყინვაში, ვიცი სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიმოქმედო და აზრზე მოვიდნენ ჯობია“, – განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: „მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონოდ ზეწოლას ანხორციელებს ჩვენზე. პოლიცია საქართველოს კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას არღვევს“.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან, მათი შვილების საქმეების ობიექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიან აქციას 10 სექტემბრიდან ღია ცის ქვეშ მართავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა, რაც არაერთხელ გახდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, შვილმოკლულ მამებს აქციის ადგილის შეცვლა სთხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ დაგეგმეს. აქცია 10 ნოემბერს, 20:00 საათიდან დაიწყო. პოლიციამ დემონსტრანტებს ჯერ კიდევ გაუშლელი კარვების წართმევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა. სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა მოახერხეს და ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საახალწლო ღონისძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]