weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა ნედლი რძის 15 და სუნელების 8 ნიმუშში აღმოჩნდა

11:22 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, 2018 წელს სურსათში ტყვიის შემცველობის კვლევის ფარგლებში 1176 ნიმუში აიღეს. ტყვიის ნორმასდთან შეუსაბამობა გამოვლინდა 23 (2%) შემთხვევაში – ნედლი რძის 15 და სუნელების 8 ნიმუშში.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატებოდა ბავშვთა კვების პროდუქტებში, ასევე თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში.  ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებშიც.

„შარშან გვქონდა სუნელებში ტყვიის შემცველობის შემთხვევები, შესაბამისად, ჩვენ შემოვიღეთ დროებითი ზომები სუნელების ეტიკეტირებასთან და ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით .  მაგალითად, 2017 წელს ტყვიის შემცველობაზე აღებული სუნელების ნიმუშების რაოდენობა იყო 189, აქედან იყო 33 დარღვევა, რაც 17.5%-ია. ხოლო შარშან, 2018 წელს, როდესაც ჩვენ მივიღეთ ზომები, ტყვიის შემცველობაზე აღებული სუნელ-სანელებლების ნიმუშების რაოდენობა იყო 137 და მხოლოდ 8, ანუ 5.8%-ში გამოვლინდა დარღვევები. შესაბამისად, აქაც არის დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე  სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ თქვა, რომ მხოლოდ სააგენტოს შესაფასებელი არ არის ის, თუ რამდენად მავნეა ტყვიის შემცველი სურსათი ადამიანისთვის.

„აქ უნდა ჩაერთვნენ სხვა სპეციალისტებიც. მათ შორის, კონკრეტულად, ეს ტყვია უნდა დაგროვდეს ბავშვების სისხლში და უნდა გამოიწვიოს გარკვეული დაავადებები. აქ შეფასების ცოტა სხვანაირი კრიტერიუმები გვაქვს. ამიტომ, ნუ ვიტყვით, რომ ყველა დარღვევა უნდა ჩავთვალოთ მავნედ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]