weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ქობულეთში სახლების გაქურდვისა და ძარცვისთვის 2 პირი დააკავეს

12:28 კვირა, 10 მარტი 2019

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი - 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაძარცვი ნივთების ნაწილი ამოღებულია.

შსს-ს ცნობით, ასევე ქობულეთის რაიონში ორი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თებერვალში, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. შსს-ს ცნობით, ამ შემთხვევაშიც სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]