weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ოზურგეთში მამაკაცმა პატრულის მანქანას ესროლა და მიიმალა

16:20 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში საპატრულო პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 19 მარტს, ღამის საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომობილი გადამოწმების მიზნით გააჩერა.

როგორც „რეგინფოს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გაჩერებული მანქანიდან გადმოსულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი.

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]