weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თელავს სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ეწვია

17:30 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ფოტო-ჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამხრეთკავკასიელი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრების სლაიდშოუ და უნიკალური თუში ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა.

მულტიმედიის მუზეუმის თანამდამფუძნებელმა, ნესტან ნიჟარაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „რეალობაში და მის მიღმა: ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქართველოში“.

მოძრავი მუზეუმი მე-19 საუკუნის მიწურულს, ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა და მეცენატმა ალექსანდრე როინაშვილმა, კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების კოლექციის საფუძველზე შექმნა. უნიკალური კოლექცია კავკასიის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში მოგზაურობდა. სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა სწორედ ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუზეუმით არის ინსპირირებული.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]