weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ფასანაურში ღვარცოფმა ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაკეტა

11:10 პარასკევი, 07 ივლისი 2017

ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფელ გვრიტოსთან დაახლოებით 150 მ3 მოცულობის მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, რის შედეგადაც ცენტრალური საავტომობილო გზა დაიკეტა. ერთ საათზე მეტია გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო და მოძრაობა დაახლოებით 1,5 საათში აღდგება.

ამ დროისთვის ფასანაურში გადაუღებლად წვიმს.

როგორც „რეგიონფოს“ ფასანაურში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა თინა წიკლაურმა უთხრა, ძლიერი წვიმის გამო ხევები ადიდებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექი და დაბალი ტემპერატურა 8 ივლისამდე შენარჩუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]