weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

რაჭაში მდინარე რიონმა ღებთან და გონასთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო

12:48 პარასკევი, 07 ივლისი 2017
რაჭაში მდინარე რიონმა ღებთან და გონასთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო ფოტო © ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ონის რაიონის სოფლები ღები და გონა მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდები წაიღო. ღებში 400 ადამიანი ცხოვრობს, გონაში კი ორი ოჯახი იმყოფება.

„ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება. ხიდების შესაკეთებლად სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. სოფელ ღების მცხოვრებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს. ადგილობრივების ელექტროენერგია მიეწოდებათ. აქვთ პროდუქტის მარაგიც. რაც შეეხება სოფელ გონას, რომელიც საზაფხულო საძოვარია, იქ ამჟამად ორი ოჯახია ასული, რომელთაც რაციის საშუალებით ვუკავშირდებით. საჭიროების შემთხვევაში სოფლებში ვერტმფრენით გადავფრინდებით“, - უთხრა რეგინფოს ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მერაბ ორდინიძემ.

მისივე თქმით, რთული მდგომარეობაა ქალაქ ონში, სადაც ადიდებულმა რიონმა დამცავი ჯებირი დააზიანა. არსებობს საფრთხე, რომ მდინარის კალაპოტიდან 600 მეტრის რადიუსში ტერიტორია დაიტბოროს. გამგებლის მოადგილის განცხადებით, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, არ არის მოსალოდნელი რომ მდინარე ქალაქში შევარდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. ძლიერი წვიმა მოსალოდნელია სვანეთში, რაჭაში, სამეგრელოში, ასევე მცხეთა–მთიანეთში.

აღმოსავლეთ საქართველოში წვიმის ინტენსივობა დღის ბოლოსთვის დაიკლებს, 8 ივლისიდან კი უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ წვიმა მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, ხვალ კი მცირე ნალექია მოსალოდნელი. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]