weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუდამაყარში 6 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

13:36 პარასკევი, 07 ივლისი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში სოფლები ფახვიჯი, თოთიაურები, სიჯანაანი, საჩალისჭალა, საკერპო და ბაკურხევი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე არაგვმა ფახვიჯიდან ბაკურხევთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო.

როგორც „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორი გუდამაყრიდან იტყობინება, საავტომობილო გზა დაზიანებულია კიტოხიდან ფახვიჯამდეც.

ფახვიჯი–ბაკურხევის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი კვირის წინ დასრულდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებზე 14 ათასი ლარი დაიხარჯა.

გარესამყაროს მოწყვეტილ ექვსივე სოფელში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მდინარემ რამდენიმე ადგილზე ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები დაგლიჯა.

გუდამაყრის თემში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მალხაზ წიკლაურის განცხადებით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ღვარცოფული და მეწყრული პროცესები განვითარდა მთიულეთის სხვა მხარეებშიც, ასევე ხევსურეთში. შატილის გზა ჩაკეტილია. მაშველები პირიქითა ხევსურეთში ამერიკელ ტურისტებს ეძებენ, რომლებმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დასახმარებლად გუშინ, გვიან საღამოს მიმართეს და მას შემდეგ მათთან კონტაქტი ვეღარ მყარდება.

სტიქიაა დასავლეთ საქართველოშიც, ონის და მესტიის რაიონებში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]