weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

კასპში, ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

12:22 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა (ტაქსი), რომელსაც მგზავრები თბილისში მიჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.

Qartli.ge-ის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 55 წლის ქალი, მისი 30 წლის ვაჟიშვილი და მათი მეზობელი, 31 წლის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ. გარდაცვლილები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ბრილიდან არიან.

ატომობილში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი გადარჩა.

„რეგინფოს“ შინაგან სამქეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]