weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოთარ კახიძე ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა

09:48 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

პარლამენტის წევრ ოთარ კახიძეს 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა. კახიძის განმარტებით, იარაღს ლეგალურად ფლობს და როგორც პარლამენტარს, მისი ტარების უფლება აქვს.

აქციის ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ოთარ კახიძე შეიარაღებულია, სააგენტო „პალიტრა ნიუსმა“ გაავრცელა.

„ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შეკრების ადგილას. იარაღს თავდაცვის მიზნით ვატარებ. არსებობდა გარკვეული საფრთხე. კონტრაქციის მონაწილეები შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ მოსული და შესაბამისად, ჩემზე თავდასხმა არ იყო გამორიცხული“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონი დაარღვია. ამ კანონის თანახმად, შეკრებისა ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, ამავე კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ვალდებულებაა აღმოფხვრას ეს დარღვევა. ამ შემთხვევაში, თბილისის მერიის წარმომადგენელს აქციის ორგანიზატორისთვის უნდა მოეთხოვა, რომ ოთარ კახიძეს დემონსტრაციის ადგილი დაეტოვებინა. გიორგი გოცირიძის თქმით, ამ ფაქტზე რეაგირება უკვე დაგვიანებულია.

აქცია-მსვლელობა „არა რუსულ ფაშიზმს“ აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]