weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს

18:10 ორშაბათი, 08 ივნისი 2020
ფოტოზე - ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარიშვილი ფოტოზე - ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ადგილის შესავსებად გამოცხადებულ ღია კონკურსში ათი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მეურვეობის კანდიდატთა სია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

კონკურსში მონაწილეობენ:

ზაზა აბაშიძე – პროფესორი, 2015 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი;

თამარ ამაშუკელი – ხელოვნებათმცოდნე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქრის“ წევრი;

ნათია კაპანაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი 2016 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე. მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე დაატოვებინა. ნათია კაპანაძემ სასამართლოს მიმართა და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. 

გრიგოლ მურღულია – ფილოლოგი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, ა(ა)იპ - საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ბონდო მძინარაშვილი – ჟურნალისტი, მედია კავშირ „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი.

ოთარ შაორშაძე – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატი 2013 წელს.

დოდო შონავა – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების გადამზადების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.

კონსტანტინე ჩლაიძე – კინორეჟისორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატი 2013 წელს.

ნინო ჭალაგანიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი. 2020 წლის აპრილში მიცემულ ინტერვიუში ნინო ჭალაგანიძე აცხადებდა, რომ რომ COVID-19-ის ეპიდემიის პერიოდში ახალი ამბების გაცნობას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით იწყებს, ასევე არის ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელი. მისივე თქმით, სანდოობის თვალსაზრისით, არ არის „მთავარის“, „ფორმულას“ და, ბოლო დროს, „ტვ პირველის“ მაყურებელი.

ზაურ ხალილოვი – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

სამეურვეო საბჭოს სამ წევრს ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა 17 აპრილს ამოეწურა. საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად პარლამენტმა ღია კონკურსი მარტში გამოაცხადა, თუმცა იმის გამო, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კანდიდატთა შერჩევის პროცესი დროებით შეჩერებული იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]