weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელი ბაია ბერუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

15:24 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, მტკვარში, „ბაუჰაუს“ ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ბარის მიმდებარედ ნახეს.

თბილისში მდებარე ბარმა „ბაუჰაუსმა“ ორი თანამშრომლის - გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის გვერდზე 16 აგვისტოს, ღამის ორ საათზე გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდები ბარიდან 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ.

შსს-ს ცნობით, ბარის თანამშრომლების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე მიიღეს.

„პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, – აცხადებს შსს.

პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გიორგი შალამბერიძეს ამ დრომდე ეძებენ.

 

ამ თემაზე:

მტკვარში „ბაუჰაუსის“ მეორე დაკარგული თანამშრომლის ცხედარიც იპოვეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]