აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

11 მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეებად გარდაცვლილებსაც ირჩევენ

16:21 - 06 აგვისტო 2017 hits 229

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში „საპატიო მოქალაქეობას“ გარდაცვლილებსაც ანიჭებენ. ასეთ ნორმას ამბროლაურის, ბოლნისის, ვანის, თერჯოლის, ქალაქ მცხეთის, ოზურგეთის, ონის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხულოს საკრებულოების დადგენილებები ითვალისწინებს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ „საპატიო მოქალაქის“ წოდება საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია შემოღებული. მათ შორის, ზემოაღნიშნულ11 მუნიციპალიტეტშიდასაშვებად არის მიჩნეული, რომ საპატიო მოქალაქეობა პირს მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.გარდაცვლილისთვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევას ადგილი ჰქონდა, მაგალითად, ჭიათურაში 2016 წელს.

იურისტების განმარტებით, „საპატიო მოქალაქეობა“ ამ თუ იმ მუნიციპალიტეტთან პირის სიმბოლური კავშირია, რომლის მინიჭებაცრაიმე განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებას უკავშირდება. ამგვარისიმბოლური წოდების მინიჭებას, უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდანინიციირებასთან ერთად, აუცილებლად ესაჭიროება უშუალოდადრესატისგან თანხმობა, ასევე მისიპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სხვა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გარდაცვალების ფაქტით წყდება ადამიანის უფლებაუნარიანობადა იგი აღარ ითვლება სამართლის სუბიექტად.

აქედან გამომდინარე, სამართლებრივად დაუშვებელია, რომ გარდაცვლილი პირი იყოს საპატიო წოდების მატარებელი სუბიექტი.ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი პირისთვის საპატიო წოდების მინიჭება პირდაპირ არის აკრძალული (ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, სენაკი, ქედა).

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველ ერთეულებს - მუნიციპალიტეტებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ანიჭებს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების უფლებამოსილებას. საპატიო წოდებას და ჯილდოს უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ანიჭებს, ხოლო მათი მინიჭების წესის განსაზღვრა საკრებულოს პრეროგატივაა.

Reginfo

„რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც შეიქმნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge) ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com