weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

18:51 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-18 შემთხვევაა.

24 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი პაციენტის ინფიცირების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტი, კერძოდ ლენჯერის თემია, კიდევ ორი პაციენტი COVID-19-ით ინფიცრიებულთან კონტაქტით დაავადდა. ეზუგბაიას ინფორმაციით, ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, მათ შორის, ერთ-ერთი დაავადებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი ახლად დადასტურებული შემთხვევის წყარო უცნობია.

24 აგვისტოს დილის მდგომარეობით, კოვიდ-ცენტრებში 267 პაციენტი მკურნალობდა, რომელთაგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, 24-ის კი მძიმე იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 1421 ადამიანი დაავადდა, მათგან 1137 უკვე გამოჯანმრთელებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]