weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება

12:20 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020

საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. როგორც ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა.

ხოჯევანიშვილის თქმით, ინტენსიურად მუშაობენ უმაღლეს სასწავლებლებთან და მათთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]