weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

11:04 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 218-ით გაიზარდა და 3913 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა - მათგან ერთი, 80 წლამდე ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, მეორე გარდაცვლილი კი 67 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ორივე მათგანს მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა. პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 22 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 40-ით გაიზარდა და 1574-ია.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 4988 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]