weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

10:53 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

მთაწმინდის ფერდობზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ტყის მასივზე მოდებული ცეცხლი სრულად ჩაქრობა მეხანძრეებმა გვიან ღამით შეძლეს.

ხანძარი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს იყო, რის გამოც მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო.

ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

7 აგვისტოს ხანძარი იყო ლაგოდეხში, სადაც სოფელ შეერთებასთან 4 ჰექტარამდე ტერიტორია დაიწვა. 27 ივლისს კი ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში 5 ჰექტარი შერეული ტყის მასივი დაიწვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]