weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

იუსტიციის სახლმა ვიზიტის ჯავშნის გაყიდვის ფაქტები გამოავლინა – დაჯავშნის წესი იცვლება

18:40 შაბათი, 10 ოქტომბერი 2020

იუსტიციის სახლებში სერვისის მისაღებად ვიზიტის დაჯავშნის წესი ორშაბათიდან, 12 ოქტომბრიდან შეიცვლება. როგორც იუსტიციის სახლი აცხადებს, ამის მიზეზი დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევების გამოვლენა გახდა.

იუსტიციი სახლის განცხადებით, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ.

„აღნიშნული პირები, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ არაკეთილსინდისერად გაკეთებულ ჯავშანს აუქმებდნენ და მის ადგილას უკვე მოქალაქის მონაცემებით შევსებულ ჯავშანს აკეთებდნენ.

უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება.

ამ დრომდე my.gov.ge-ზე გაკეთებულ ყოველ კონკრეტულ ჯავშანს თავისი, ერთმანეთისაგან განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი ჯავშნის მფლობელი არსებული ჯავშნის გაუქმების ხარჯზე ათავისუფლებდა კალენდარში მის მიერ დაკავებულ დროს და ქმნიდა სხვისი მონაცემებით შედგენილ ახალ ჯავშანს. ახლა კი სერვისის დაჯავშნისას, მიუხედავად ჯავშნის რაოდენობისა, ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მის გამოყენებას მხოლოდ ის ერთი პირი შეძლებს, ვის სახელზეც თავდაპირველად შეიქმნა ჯავშანი“, – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება - ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად, თუმცა, პროგრამულად, ერთ დღეში სხვადასხვა სერვისის მისაღებად ერთი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება შეზღუდავს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას.

COVID-19-ის პანდემიის გამო, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]