weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუშეთის გზაზე ავტომობილს ლოდი დაეცა

14:43 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე შუადღეს მოხდა.

ეს ის ადგილია, სადაც ზამთარში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, 8–10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. ამ პრობლემის გამო წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა. ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაიყვანეს. ნახევრადმოწყვეტილ მთაზე დაგროვილი ნაშალი არა მხოლოდ წვიმების დროს, არამედ მზიან ამინდშიც იშლება და გზაზე იყრება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე აცხადებდა, რომ ინტენსიური წვიმების დროს, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით თუშეთის გზას დაკეტავდნენ, თუმცა გზის ამ მონაკვეთზე არავინ მორიგეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]